ვიწვევთ ავტორებს მასალის შესაქმნელად (ტექსტი, გამოსახულება, მულტიმედია) ჟურნალისთვის "ფემინისტური ტრანსლოკალურობა".
გამოცემა მიეძღვნება შემდეგ თემებს;
- ინტერსექციონალობა პოსტსაბჭოთა სივრცეში
- ტრანს პიროვნებები და პოსტსაბჭოთა ფემინიზმი
- ფემინიზმი და პოსტ-კოლონიალისტური პოსტსაბჭოთა სივრცე
- გენდერული კვლევები და ფემინისტური უტოპიები: 90-იანი წლები და დღეს
თქვენი იდეა ჟურნალისთვის გთხოვთ აღწეროთ 500 სიტყვით და 2020 წლის 10 მაისამდე გამოაგზავნოთ ამ ფორმით.
ასევე მიუთითოთ მზად ხართ თუ არა, რომ ჩვენ თქვენი მასალა გამოვაქვეყნოთ სიმბოლური ანაზღაურების ფასად (50 ევრო). ან მოგვწერეთ, რომ თქვენ შრომაში მოითხოვთ მეტს.
პროექტს აქვს შეზღუდული ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტმა ავტორმა მიიღოს მონაწილეოობა. მიუხედავად ამისა ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ თქვენი მოთხოვნა.
თქვენი იდეის (ტექსტის ან გამოსახულების) შექმნის დედლაინი არის 2020 წლის 15 აგვისტო.
15 სექტემბერს იქნება ჟურნალი მზად, ხოლო პრეზენტაცია გაიმართება ოქტომბერ-ნოემბერში.